Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

სიახლეები

15 Dece–17

ეკოსტილის ფარდები ინტერიერში

როგორი ფარდები განეკუთვნება ეკოსტილს და როგორ შევარჩიოთ ისინი სწორად?

ეკოსტილისთვის ფარდები ბუნებრივი მასალისგან  იკერება

ეკოსტილში უმჯობესია ბუნებრივი მასალის გამოყენება, იქნება ეს სელი, ბამბა და სხვა.

ფარდები ეკოსტილისთვის აუცილებლად უნდა იყოს:

Nice 50 DIY Cozy Apartment Bedroom Ideas on a Budget https://roomadness.com/2017/09/21/50-cozy-apartment-bedroom-ideas-budget/

ბუნებრივი. მოუხდება ჩითი, ტილო, ჭილობი, ბამბა, ბამბუკი.

მშვიდი ფერები.  კარგად გამოიყურება შეუღებავი უხეში ქსოვილი, რომლებიც მოგაგონებთ  ტილოს, ჯვალოს, ჭილობს.  ყველაზე პოპულარული ფერებია: მწვანე, ქვიშისფერი, ლურჯი, ზეთისხილისფერი.

მარტივი თარგი.  არავითარი რუშები, ლამბრეკენი, ორმაგი ფენა და ზონარები კიდეებზე. ეკოფარდები - სადა ტილოს ქსოვილი. იდეალური სიგრძე - იატაკამდე.

სადა ნახატები. თუ ერთი ფერის მასალა ინტერიერს არ შეესაბამება, შეიძლება ფარდების შეჩევა მცენარეული ორნამენტებით.

white comfy living room

ეკოფარდები ინტერიერთან ჰარმონიაში უნდა იყოს

შეარჩიეთ ფარდები თითოეული ოთახისთვის

მისაღები ოთახი. გაჯერებული ბუნებრივი ფერის ფარდები შეიძლება ინტერიერის აქცენტად იქცეს.შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ მასალებთან დაკავშირებით და შეარჩიოთ, მაგალითად, ჩალის ან ბამბუკის ჟალუზები.

საძინებელი ოთახი. ამ ოთახში შეიძლება იყოს სწორხაზოვანი თარგის სადა ფარდები ან რომაული ფარდები. მისაღებია ღია ფერები.

საბავშვო ოთახი. შეიძლება უარი თქვათ ეკოსტილის მოთხოვნაზე ნათელ ფერებთან დაკავშირებით. თუ ბავშვს სურს, მაშინ შეიძლება იმ ფერის ფარდები შეარჩიოთ, რა ფერიც მას მოსწონს.

სამზარეულო. ფარდების შერჩევა საერთო დიზაინზეა დამოკიდებული. ერთ შემთხვევაში სამზარეულოს იდეალურად ადგება ნატურალური მასალისგან დამზადებული ჟალუზები, სხვას, მაგალითად, ფუშფუშა ქსოვილები.

ბუნებრივი ქსოვილის ფარდები სამზარეულოს ინტერიერში

How cute are those bow curtains???

ორიგინალური მასალები ეკოფარდებისთვის

დიზაინერები მოდელებს არა მარტო ჩვეული ბუნებრივი ქსოვილისგან ამზადებენ, მაგალითად, ბამბისგან ან სელისგან, არამედ მათი აზრი უფრო შორს მიდის! ეკოსტილში სამზარეულოს  ორიგინალური გაფორმებისთვის შეიძლება შეარჩიოთ:

ქაღალდისგან დამზადებული ფარდები. დიახ, სწორად გაიგეთ, სქელი ქაღალდისგან! დიზაინერები პლიუსად თვლიან იმ ფაქტს, რომ ფარდებისთვის საჭირო არ არის კარნიზები. ისინი შეიძლება პირდაპირ ფანჯარას მიაწებოთ (ზედა კიდეზე ფარდებს აქვს წებოვანი ლენტები). მათი სიგრძის დარეგულირება ადვილად შეიძლება მაკრატლით.

ბამბუკის ჟალუზები. ეკოლოგიური სტატუსის შესანარჩუნებლად ცალკეულ ფირფიტებს შალის ძაფით აერთიანებენ.

მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ორიგინალური ინტერიერის შექმნა შეიძლება მხოლოდ არატრივიალური მასალისგან დამზადებული ფარდებით. სპეციალურ მაღაზიებში სხვადასხვა სტილის ფარდების ფართო არჩევანია და ინტერნეტ-ატელიებშიც იღებენ შეკვეთებს მომხმარებლის  ესკიზის მიხედვით ფარდების შესაკერად.