Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

სიახლეები

18 Dece–17

საახალწლო სამზადისი

ახალ წელს სუფთად, ლამაზად და ამაღლებული განწყობით უნდა შევხვდეთ. ამისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საახალწლო სამზადისს, რომელიც ბინის „გენერალური“ დალაგებიდან  იწყება.

     თუ თქვენს ბინას აქვს აივანი ან „ლoჯია“, დასუფთავებაც უმჯობესია იქიდან დაიწყოთ. საგოზავის ნაკლებობის შემთხვევაში, გირჩევთ, ხელახლა გაგოზოთ კარ-ფანჯარა. ნუ შეგეშინდებათ იმისა, რომ შეიძლება კარ-ფანჯარა დასვაროთ. მას ადვილად გაწმენდთ გაფცქვნილი ახლად გაჭრილი ხახვით. იგი კარგად აცილებს ცხიმოვან ლაქებსაც.

     ოთახებში ყველაფერი დაწმინდეთ: ავეჯი, თაროები, ჩამოხსენით ფარდები, აიღეთ ხალიჩები - წარსულში დაგროვილი ჭუჭყისგან ყველაფერი საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს.

Holiday Table Decor Ideas                                                                                                                                                                                 More

     საახალწლოდ კარგია ჭერისა და კედლების გაწმენდაც. ჭერის გასაწმენდად უნდა გამოიყენოთ ჯაგრისი, რომელზედაც მშრალი ნაჭერი იქნება დახვეული. წმენდის დროს ძლიერად და ენერგიულად ნუ დააწვებით ჯოხს, რადგან ასე შეიძლება ჭერზე ზოლები გაჩნდეს. ჭერი შეიძლება მტვერსასრუტითაც გაიწმინდოს, მაგრამ 1-2 სმ-ის მოშორებით უნდა დაიჭიროთ.

     კედლებსაც მიხედეთ. თუ ისინი ზეთიანი საღებავით არის შეღებილი, შეგიძლიათ ნიშადურიანი თბილი წყლით გაწმინდით (1 ლ წყალზე 1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი). ასეთი კედლები წელიწადში ერთხელ ან ორჯერ უნდა გაიწმინდოს, ხშირი რეცხვის  შემთხვევაში შეიძლება გაფუჭდეს.

     კედლები, რომლებიც წებოვანი საღებავითაა შეღებილი, უმჯობესია გაწმინდოთ „ფანელის“ ნაჭრით, მსუბუქად. შპალერგაკრული კედლებიც ამგვარად უნდა გაიწმინდოს. თუ შპალერზე ახალი ცხიმოვანი ლაქები შეინიშნება, დააყარეთ მას ცარცი ან პუდრა, დააფარეთ ქაღალდი და გადაატარეთ ცხელი უთო. იგივე ხერხით გააქრობთ სანთლის ნაწვეთებსაც.

     ფანჯრის მინები განსაკუთრებულ ბრწყინვალებას შეიძენენ, თუ მათ ნიშადურიანი წყლით გავწმენდთ და შემდეგ კარგად გავამშრალებთ. კარები და ფანჯრის რაფებიც ამგვარი წყლით უნდა გაიწმინდოს. კარების ან ჩარჩოების ძალიან ჭუჭყიანი ადგილები შეგიძლიათ საპნიან და ნიშადურიან წყალში დასველებული ტამპონით ამოწმინდოთ.

화이트 롤블라인드 아래를 IKEA DECO 장식으로 꾸민 모습.

     ფერადი ზეთოვანი საღებავით შეღებილ კარებს და ფანჯრებს ჩაის ნაყენით წმენდენ (2 კოვზ ჩაის 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით). შეღებილ კარებზე არსებული ლაქები შეგიძლიათ სკიპიდარში დასველებული ბამბით გაწმინდოთ.

     ემულსიური საღებავით შეღებილი კედლები რეკომენდირებულია გაიწმინდოს სარეცხის ფხვნილიანი თბილი წყლით. კედლების გაწმენდა უნდა დაიწყოთ ქვემოდან. შემდეგ უკვე გაწმენდილ კედლებს ზემოდან ჩამოუსვათ წყალში დასველებული ღრუბელი და რბილი ნაჭრით გაამშრალოთ.

     პლასტმასის ზედაპირის მქონე კედლების ან მოდური „დაკიდული ჭერის“ გასაწმენდად უმჯობესია სპეციალური პრეპარატები გამოიყენოთ. ცხელ წყალს ნუ გამოიყენებთ. ასევე, მიღებული არ არის მათი სოდიანი წყლით ან საპნით გაწმენდა.

VIBEKE DESIGN: En aller siste gang da........

    კარების სახელურთან არსებული ნათითურები შეგიძლიათ გათლილი კარტოფილით გაწმინდოთ. ბრინჯაოს ნაკეთობები შეგიძლიათ ძმრით დანამული ნაჭრით გააპრიალოთ. ამგვარად  შეიძლება გაიწმინდოს სპილენძისა და ლატუნის ნაკეთობებიც. ხოლო იმისთვის, რომ ასეთი მასალისაგან დამზადებული ნივთები არ დაიბუროს, ისინი საგულდაგულოდ გაწმენდის შემდეგ ცვილით უნდა გაპრიალდეს.  

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!