Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

სიახლეები

19 Dece–17

ტექსტილი ინტერიერში

ტექსტილი ძალიან დიდ როლს თამაშობს ინტერიერში, ბინაში კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის. ტექსტილი ეს არის: ფარდები, ბალიშები, საბნები, ყველაფერი, რაც ქსოვილისგან შედგება. ახალი სუფრა სამზარეულოში, ბუნებრივი თეთრეული და  საწოლის ლამაზი გადასაფარებელი საძინებელში, თქვენთვის მისაღები სტილის ფარდები - ეს და ბევრი სხვა წვრილმანი ბინაში თქვენთვის სასურველ გარემოს ქმნის.

ნებისმიერი ოთახის ინტერიერში განსაკუთრებით  ფარდებია მნიშვნელოვანი. ოთახის ფუნქციონალური დანიშნულების მიხედვით ფარდები რამდენიმე სახეობისაა: გასაწევი ფარდები, რულონური ფარდები, დაპლისული ფარდები, რომაული, ავსტრიული, ფრანგული ფარდები.

Bohemian                                                                                                                                                                                 More

რომაული, ავსტრიული და ფრანგული ფარდები: ამ ფარდების სისტემები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. განსხვავებულია ქსოვილის დამუშავების მეთოდიკა მოცემული სახის მექანიზმისთვის. რომაული ფარდები ზევით იწევა, ამასთან, ქსოვილის ნაოჭებს ქმნის. მართვისას არც ავსტრიული და  ფრანგული  ფარდები განსხვავდება ერთმანეთისგან. განსხვავება მხოლოდ ქსოვილის ნაკეცებშია.

გასაწევი ფარდები - ფარდების კომპლექტი შედგება პორტიერებისგან ( სქელი, მძიმე ქსოვილის კარის ან ფანჯრის ფარდა), ტიულისგან (თხელი, ბადისებრი, გამჭვირვალე ქსოვილი), ზოგჯერ დეკორატიული ლამბერკენისგან. პორტიერები და ტიული სამაგრებით (ყველაზე გავრცელებული ვარიანტი)  კარნიზზე მაგრდება.

The Cozy Space on Facebook: https://www.facebook.com/TheCozySpace  The Cozy Space on Instagram: https://www.instagram.com/thecozyspaceblog #flatlay #flatlayapp #flatlays www.flat-lay.com

დაპლისული ფარდები - სისტემა შედგება დაპლისული ქსოვილისგან, რომელიც მექანიზმების მეშვეობით იმართება. დაპლისული ფარდების მექანიზმი უფრო რთულია, ვიდრე სხვა ფარდების.

რულონური ფარდები - სისტემა  ქსოვილურ საფუძველზეა აგებული, რომელიც მარტივი მექანიზმით იმართება.

საძინებლი ოთახს განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს და სადღესასწაულო განწყობას ქმნის ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ფარდები  და ასევე, თეთრეული.

Stunning new cushion collection my favourites would be beautiful tan leather with bone details and hide pop over

 სამზარეულო ოთახისთვის რულონურ ფარდებს ირჩევენ. ასეთი ფარდები ძვირი არ არის და თან მოსახერხებელია.

ფარდების არჩევისას გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი: მატერიალური, ფუნქციონალური და ფანჯრის გაფორმების ესთეტიკური მხარე.