Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

სიახლეები

20 Dece–17

მისაღები ოთახის ავეჯი

მისაღები ოთახი ნებისმიერი ტიპის სახლის ცენტრალური ნაწილია. ის არა მხოლოდ სტუმრების მისაღები სივრცე, არამედ ოჯახის წევრების შესაკრებად და განტვირთვისთვის ბინის ყველაზე კომფორტული ზონაა. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ამ ოთახის ინტერიერის დიზაინი მაქსიმალურად მოსახერხებელი, ლამაზი და გემოვნებიანი უნდა იყოს, სასურველია ორიგინალურობითაც გამოირჩეოდეს, ბინაში არსებული ავეჯი კი სწორად იყოს შერჩეული და სიმყუდროვეს ქმნიდეს.

მისაღები ოთახი საუკეთესოდ რომ მოაწყოთ, სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული ავეჯი, მთავარი მათი შერჩევა და განლაგებაა.

აუცილებელი ავეჯი მისაღები ოთახისთვის:

  1. რბილი ავეჯი: დივანი, სავარძელი, სკამები...
  2. თაროები, სტელაჟი, კარადები
  3. ტელევიზორის ტუმბო, საოჯახო კინოთეატრი
  4. ჟურნალ-გაზეთების მაგიდა.

#livingroomfurniture #livingroomdecor #interiordesign take a look at our blog for more living room furniture ideas! http://diningandlivingroom.com/category/living-room-furniture/

ავეჯის შეძენისას, ცხადია, პირველ რიგში, ვითვალისწინებთ მისაღები ოთახი პატარაა თუ დიდი.

  1. პატარა მისაღები ოთახისთვის მასიურ ავეჯს ნუ შეიძენთ. დივანი ორადგილიანი უნდა იყოს. დიდი მისაღები ოთახისთვის კი არჩევანი მრავალფეროვანი გაქვთ.
  2. პატარა ოთახში გასაშლელი დივან-საწოლი და დივან-სავარძელი ძალიან გამოგადგებათ.
  3. თუ მისაღებ ოთახში სამეულის ადგილი არ გაქვთ, ორადგილიანი დივანი და რამდენიმე ტომარა-სავარძელი შეიძინეთ.
  4. მისაღები ოთახი პატარაა თუ დიდი, მნიშვნელობა არ აქვს, სკამი და სავარძელი ძალიან დაბალი არ უნდა იყოს, ხერხემალი რომ არ დაიზიანოთ. ოპტიმალური სიმაღლე 40-42 სმ.

Wanddecoratie Mooi kleurenpalet

  1.  იდეალურია ჟურნალ-გაზეთების ოვალური ან მრგვალი ფორმის მაგიდა.
  2. გორგოლაჭებიანი ტურბო სურვილისამებრ შეგიძლიათ გადაადგილოთ.
  3. მისაღებ ოთახში ბიბლიოთეკის მოსაწყობად საუკეთესოა სტელაჟი.
  4. თანამედროვე ინტერიერში პლაზმური ტელევიზორის ადგილი უკვე გათვალისწინებულია.
  5. ზოგიერთ ბინაში, მისაღებ ოთახში სასადილო მაგიდაც უდგათ. ამ შემთხვევაში საუკეთესოა მაგიდა-ტრანსფორმატორი, რომლის გადიდება-დაპატარავებაც სურვილის მიხედვით არის შესაძლებელი.
  6. მისაღები ოთახი დეკორაციებით არ გადატვირთოთ.

3,628 Likes, 98 Comments - Kendall Kremer (@styledsnapshots) on Instagram: “Today on the blog, sharing some before photos of our new space and chatting about my design plans!…”

მისაღები ოთახის ავეჯის შეძენისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფერთა გამას. ძირითადი, ცხადია, საყვარელი ფერია, დანარჩენი კი მასთან შეხამებული ფერები, ისე, რომ  ოთხში სიმყუდროვისა და სიმშვიდის განწყობა სუფევდეს.

სხვათა შორის, ოთახის მცენარეები  თქვენს წარმატებით შეჩეულ მისაღები ოთახის ავეჯს „გამოაცოცხლებს“.