Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

სიახლეები

21 Dece–17

უსაფრთხო საძინებელი

საძინებელში დროის მნიშვნელოვან ნაწილს ვატარებთ, ამიტომ  ეს ოთახი მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული იყოს. როგორ გავხადოთ საძინებელი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო? როგორ და, ამისთვის აუცილებელია:

იზრუნეთ საძინებლის სისუფთავეზე

მაშინაც კი, თუ საძინებლის დიზაინზე მუდმივად ზრუნავთ, გახსოვდეთ, რომ ამ ულამაზესი ფასადის ქვეშ შეიძლება სერიოზული საფრთხე იმალებოდეს, რომელიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ამიტომ, შეეცადეთ იცოდეთ ყველაფრის შესახებ,  რასაც ზიანის მოყენება შეუძლია, როცა თქვენ გძინავთ და იბრძოლეთ ამ ზიანის აღმოსაფხვრელად.

ჰაერის ხარისხი

გააღეთ ფანჯრები

თუ ამინდი ხელს გიწყობთ, ეცადეთ ყველა ოთახში მთელი დღის განმავლობაში გააღოთ ფანჯრები და  ჰაერი გაანიავოთ. ეს გამოცოცხლებს სივრცეს და გაწმენდს შენობაში  დაგროვილი მავნე გამონაბოლქვისაგან. 

იქონიეთ ოთახის მცენარეები

ოთახის მცენარეები არა მხოლოდ ალამაზებენ საძინებელს, არამედ გამოყოფენ ჟანგბადს და ჰაერს მავნე ნივთიერებებისგან ფილტრავენ. მხოლოდ გაითვალისწინეთ და ის მცენარეები შეარჩიეთ, რომელებზეც ალერგია არ გაქვთ.

A shelf over the bed is far more interesting than a headboard.

შეიძინეთ სუფთა ჰაერის გამწმენდი

ყველაზე იაფ ჰაერის გამწმენდსაც კი შეუძლია დაიცვას ოთახი საშიში დამაბინძურებლებისა და ისეთი ალერგენებისაგან, როგორიცაა მტვრის ტკიპები და შინაური ცხოველების ბეწვი.

გაწმინდეთ მტვერი

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ადგილებს, სადაც უფრო მეტად გროვდება მტვერი: იატაკი, პლინტუსები, ფანჯრის რაფები, კარნიზები, ფარდები. ეს ყველაზე აკურატულ ხალხსაც კი ხშირად ავიწყდება.

გარეცხეთ და გაასუფთავეთ საწოლის ქვეშაგები

საკითხი ეხება არა მარტო თეთრეულს, არამედ საწოლის გადასაფარებელს, ბალიშებს და ლეიბებს. ისინი აგროვებებ ჭუჭყს, მტვერს და ლოგინის ტკიპებს, რომელთაც შეუძლიათ ალერგია, ასთმა და აკნე გამოიწვიონ. მათ ადვილად აირიდებთ, თუ გამოცვლით ზეწრებს, საბანს და გარეცხავთ ბალიშებს და გადასაფარებლებს რამდენიმე თვეში ერთხელ.

გაანიავეთ ლოგინი

დილაობით, მანამდე, ვიდრე ლოგინს გაასწორებდეთ, რამდენიმე წუთით გაანიავეთ. საქმე იმაშია, რომ ლოგინის ტკიპებს უყვართ ნესტიანი და თბილი გარემო, რომელიც ღამით ჩნდება  საბანში, ზეწრებსა და ბალიშებში. გარდა ამისა,  სავსეა კანის მკვდარი რქოვანი უჯრედებით, რითაც ისინი იკვებებიან. ლოგინის განიავება მიკროსკოპულ  არსებებს გამრავლების საშუალებას არ აძლევს.

Pinterest: @candiceocheung

ფარული ტოქსინები

ბუმბულის და ქაფოვანი ბალიში

ბუმბულმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს, ქაფოვანი ბალიშები კი შეიცავს მფრინავ ორგანულ ნაერთებს, რომელიც იწვევს თავის ტკივილს, გულისრევას და თვალების გაღიზიანებას. ამიტომ, შეარჩით ბუნებრივი მასალები, თუ მათზე ალერგია არ გაქვთ.

ცეცხლგამძლე ლეიბი

იმის გათვალისწინებით, თუ რა შეხება გაქვთ ლეიბთან დღის განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ ის რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს.

ცეცხლგამძლე ლეიბები გაჟღენთილია სპეციალური ქიმიური ნივთიერებებით, რომლებსაც შეიძლიათ დიდი ზიანის მოყენება შეუძლიათ. უკეთესია იყიდოთ უსაფრთხო მასალისგან დამზადებული ორთოპედიული ლეიბი.

ჭარბი ტექნიკა

პატარა ბინაში საძინებელი ორმაგ ფუნქციას ასრულებს: ძილის ადგილი და სამუშაო კაბინეტი. ამიტომ აუცილებელია საოფისე ტექნიკა საწოლიდან შორს იდგას. კვლევებმა აჩვენა,  რომ ლაზერული პრინტერები ჰაერში უმცირეს ნაწილაკებს გამოასხივებენ,  რაც შეიძლება საშიში იყოს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ საძინებელში საოფისე ტექნიკას არ იქონიებთ.