Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

სიახლეები

22 Dece–17

„ბონსაი“ - ჯუჯა ხეების ხელოვნება

       იაპონური სიტყვა „ბონსაი“ სხვადასხვაგვარად ითარგმნება. ყველაზე გავრცელებული განმარტება „ხე ქოთანში ან ხონჩაზე“ გახლავთ. ხალხში გავრცელებულია მცდარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ბონსაი“ თავიდანვე ჯუჯა ჯიშია. არა, ჯუჯა ხეები სწორედ რომ ხელოვნება გახლავთ, რომელიც ჩვეულებრივი ხის თესლისა თუ ნარგავებისგან მცირე მოცულობის ხის გამოყვანას გულისხმობს. ხისა, რომელიც თავისი სიმაღლით 20-50 სანტიმეტრია, ხოლო ტანით (ზროთი), მისი მოხაზულობით, საფარველითა და მერქნით ზრდასრული ხის მსგავსი გახლავთ.

    იაპონისა და ჩინეთში პაწაწინა ქოთნებში ჩარგულ- გახარებულ ასეთ ხეებს შესაბამისი ატრიბუტებით ამკობენ ხოლმე - ხავსით, ქვებით, რომლებიც კლდეებს მოგვაგონებენ: პაწაწინა შადრევნებითა თუ ციხე-სიმაგრეებით და შედეგად მაგიდაზე გაშენებულ საოცარ, ზღაპრულ სამყაროს იღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბაზარზე „ბონსაის“ ღირებულება საკმაოდ მაღალია. ამის მიზეზი, ალბათ, ისიც გახლავთ, რომ ჯუჯა ხეების გამოყვანა დიდ მონდომებასა და ყურადღებას მოითხოვს.

DSC08701 | Flickr - Photo Sharing!

რა არის საჭირო ბონსაისთვის?

     უპირველეს ყოვლისა, შესაფერისი ნიადაგი.  სხვადასხვა სახის ლიტერატურაში ნიადაგის სხვადასხვა შემადგენლობა სახელდება. ჩვენ უნივერსალური ნიადაგის დამზადების ხერხს შემოგთავაზებთ, რომელიც ნებისმიერი მცენარისთვის შესაფერისია, მათ შორის ჯუჯა ხეებისთვის, რომლებიც თქვენს ბინის ინტერიერს ყოველთვის დაამაშვენებს.  

     ასეთი ნიადაგის ძირითადი ნაწილი შავი ტორფია, რომელიც მცენარეებისათვის განკუთვნილ ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. 2 წილ შავ ტორფს უნდა დაუმატოთ ერთი წილი მურა ტორფი ( ამისთვის საკმარისია გახვიდეთ ნაძვნარში და ნებისმიერი წიწვოვანი ხის ძირიდან მოთხაროთ კარგად განოყიერებული ფხვიერი მიწა, რომელიც შესანიშნავად ცვლის მურა ტორფს) და ერთი წილი სქლად გაცრილი ქვიშა. სასურველია, რომ მცენარის ნიადაგში ჩარგვამდე  ეს შემადგენლობა  გაიცრას, რათა მოსცილდეს კენჭები, დიდი გოროხები და ა. შ. მიწის ზედაპირი სწორი უნდა იყოს და სასურველია, რომ მასზე ხავსი მოვათავსოთ, რაც ნიადაგს გამოშრობა-გამოფიტვისგან დაიცავს. სხვათა შორის, ხავსი  არ უნდა მორწყათ, უნდა დანამოთ-დაშხეფოთ.

    ბონსაის  ჩვეულებრივ დაბალ, თითქმის ბრტყელი ფორმის ჭურჭელში რგავენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჯუჯა ხეების ფესვები სიგანეზე უნდა განვითარდეს,  რაც მოცემული ფორმის ქოთანში თითქმის ბუნებრივად ხდება.

Where should you buy bonsai trees for sale? Our website! Bonsai trees add color…

როგორ ვახაროთ ბროწეული ჯუჯა ხედ

   ჯუჯა ხეებიდან ძალიან მნიშვნელოვან ადგილს ბროწეული იკავებს. ნებისმიერ ბინაში იგი გამორჩეული ხელოვნებაა. 

      ბროწეული ბუნებაში სამ მეტრ სიმაღლეს აღწევს. ფოთოლცვენა ძირითადად ყინვების დროს ეწყება. შენობის პირობებში ფოთლების ნახევარი სცვივა. მის გამოსაზამთრებლად ოპტიმალური ტემპერატურა +8 - +12 გრადუსია. უფრო მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში შესაძლოა ზამთარშიც კი განაგრძოს ყლორტების ამოყრა, თუმცა ეს არც ისე სასურველია, რადგან ზამთარში გამოტანილი ყლორტი საკმაოდ სუსტი იქნება. გამოზამთრების შემდეგ მცენარე იკეთებს კვირტებს, გაზაფხულზე ჯერ ყვავილობს, შემდეგ კი ნაყოფის გამოღებას იწყებს.

Bonsai-ის სურათის შედეგი

ბროწეული ძალზედ მგრძნობიარეა მორწყვის მიმართ. მცირეოდენმა გადაჭარბებულმა მორწყვამაც კი შეიძლება მისი გახმობა გამოიწვიოს. ამიტომ, უმჯობესია, თუ მორწყვის ნაცვლად კარგად დანამავთ მას.

  • ბონსაის ფორმა ბროწეულს უნარჩუნდება გვერდითი ტოტებისა და ყლორტების გასხვლა-შეკვეცით. მისი ტოტების კვანძები ჩვეულებრივ საკმაოდ ახლო-ახლო მდებარეობენ ერთმანეთთან, ამიტომ საჭიროა 2-3 კვანძის დატოვება.
  • ბონსაის ბროწეული მრავლდება თესლითა და ნერგებით. ჩვეულებისამებრ ეს მცენარე უამრავ ფესვოვან ამონაყარს იძლევა, რომლებიც სხვა ჭურჭელში უნდა გადარგათ და ახალი ბონსაი ახაროთ.
  • ბროწეულის ბონსაის ნიადაგის განოყიერება მარტიდან სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმდინარეობდეს.