Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

სიახლეები

25 Dece–17

ტრენდები ინტერიერში: რა იყო მოდური 2017 წელს

2017 წლის ინტერიერის ტენდენციებს შორის კვლავ აქტუალური იყო ეკოლოგიურობა მაქსიმალური კომფორტი და დახვეწილი სიმარტივე. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ინტერიერს წესების მიხედვით ვაფორმებდით. ახლა აუცილებელია შევქმნათ განუმეორებელი სამყოფელი,  კომპლექსური ფერების, უჩვეულო სახეების,  აქტუალური დეკორისა და ულტრათანამედროვე ავეჯის გამოყენებით.  

ბუნება და ბუნებრივი მასალები

     ინტერიერის დიზაინერები კვლავ გვირჩევენ, რომ  მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი მასალები. 2017 წელი გამონაკლისი არ ყოფილა. ის  ისეთი მიმართულებების განხორციელებას მიეძღვნა, როგორიცაა ეკოლოგიურობა ყველგან და ყველაფერში და ბუნებასთან სიახლოვე. კედლები ერთი ტონის ოდნავ შესამჩნევ პასტელურ ფერებში, დეკორის მინიმუმი, ღია ფერის ხისა და ბუნებრივი მასალის სიჭარბე - ეს ყოველთვის მომგებიანი  ვარიანტია.  

Linda biblioteca caseira com vista para a natureza e um assento confortável

ფერადი გადაწყვეტა

     უნდა გვახსოვდეს, რომ ფერი მნიშვნელოვანია დიზაინში, ეს არის ფონი ნებისმიერი დიზაინერული გადაწყვეტილებისთვის. 2017 წელს ძალიან პოპულარული იყო ლურჯი ფერის კომბინაციები სხვადასხვა ვარიაციებში. ფერების შეხამებით სახლში განსაკუთრებული განწყობა შეგვიძლია შევქმნათ. ისეთი ფერი, როგორიცაა ლურჯი, ინდიგო და მოცისფერო-მოლურჯო ტონები შესანიშნავია ოთახის სკანდინავიური სტილის კედლების დიზაინისთვის.

     მოდაში იყო ასევე ულამაზესი ზურმუხტისფერის ელფერები Lush Meadow ( აყვავებული მდელო). უარს არავინ ამბობდაპასტელურ ფერებზეც - ნაზ ვარდისფერსა და ღია ლურჯზე.

10 of the hottest home and interior design trends for Autumn Winter 2017

ლითონის  ბრწყინვალება  

     ლითონის გამოყენება ავეჯისა და დეკორის ელემენტებად სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება: ლითონის პრიალა ზედაპირი ინტერიერს დახვეწილსა და მოდურს ხდის. 2017 წელს ტრენდში იყო ელფერი, რომელსაც თბილი სასიამოვნო განწყობა შემოაქვს. საქმე ეხება ოქროს, სპილენძს და თითბერს. ასეთი ლითონები არაჩვეულებრივად გამოიყურება კლასიკურ ინტერიერში. ეს ეხება როგორც სანტექნიკას, ისე საცხოვრებელი კვარტლების დეკორაციულ ელემენტებს.

navy navy navy!! shop stunning styles online now! www.esther.com.au // fast worldwide delivery xx

მოდური მასალები

     2017 წლის ტენდენციებს შორის მნიშვნელოვანი და  კომფორტულია უმაღლესი კლასის მასალები. ინტერიერის სრულყოფისათვის იყენებდნენ მარმარილოს, ხეს, ტყავს, მინას, მაღალხარისხოვან დრაფს,  ხავერდს და პლუშს, რომლებიც ძვირადღირებულ და სტუმართმოყვარე სივრცეს ქმნიან. გარდა ამისა, ყურადღება იყო გამახვილებული ბუნებრივ ბეწვსა და ფარჩაზე, კედლებს კი ხელოვნების ნიმუშებით რთავდნენ.

Light, bright and contemporary style in this Gold Coast beach house by Cedar & Suede. Photography: Natalie McComas. http://www.queenslandhomes.com.au/cedar-suede-beach-house/

გეომეტრიული მოტივები

     ეს კიდევ ერთი მოდური ტენდენცია იყო 2017 წლის ინტერიერში. თუ გეომეტრიულ მოტივებს კვლავაც გამოიყენებთ ტექსტილში ან კედლის გაფორმებისას, იგი ძალიან უჩვეულოდ და დახვეწილად გამოიყურება. მკაცრი გეომეტრია სახლს სტაბილურობისა და წესრიგის შეგრძნებით ავსებს. ერთ ოთახში რამდენიმე გეომეტრიული ელემენტიდან ერთიც საკმარისია.

It's lovely but I would be FOREVER hurdling those black bars to get through that gap..