
სტელაჟები ინტერიერში: TOP-7 საუკეთესო იდეა
სტელაჟი-ტიხრები აბსოლუტურად შეესაბამება ნებისმიერ თანამედროვე სტილს, გარდა კლასიკისა.
შეღებილი ხის კონსტრუქციები ან მის გარეშე, სოფლის ან ქანთრი-სტილის დიზაინში გამოიყენება.
ლითონის სტელაჟები მინის თაროებით შესანიშნავად ეხამება ოთახის ინტერიერს, რომელიც შესრულებულია სკანდინავიურ სტილში, ჰეი-ტეკში ან მაღალტექნოლოგიურ მინიმალისტურ სტილში.
სტელაჟი-ტიხრები სახლის სივრცეს ზონებად ჰყოფს და ამასთან, ფართს „არ ნთქავენ“. ოთახში, სადაც ასეთი მეთოდი გამოიყენება, სინათლე და სიმყუდროვე სუფევს.
ასევე, სტელაჟები შეიძლება იყოს საკმაოდ ტევადი. მათზე შეიძლება განალაგოთ: წიგნები, ყვავილები, სუვენირები, სათამაშოები და სხვა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია სტელაჟები თეთრ ინტერიერში, ოთახს სინათლეს და სივრცეს მატებს.
და თუ დიზაინერულ ფანტაზიას ჩავრთავთ, მაშინ ამგვარ სტელაჟს შეუძლია ოცნებაც კი რეალობად აქციოს, პატარა ბინასაც კი შემატოს... ბუხარი!
სხვათა შორის, ასეთ სტელაჟ-ტიხარზე ტელევიზორის განთავსებაც შეგიძლიათ.