
სამზარეულოს ფერები და მადა
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ფერის სწორი შერჩევით სამზარეულოში, შეგიძლიათ დაივიწყოთ დიატა და შეზღუდვები კვებაში!
ფსიქოლოგებმა დიდი ხანია დაასკვნეს: ესა თუ ის ფერი სხვადასხვაგვარად მოქმედებს არა მარტო ჩვენს ფსიქკაზე, არამედ მადაზეც. საინტერესოა, როგორი ფერი უნდა შევარჩიოთ სამზარეულოსთვის, რათა ყველაფერი, რასაც იქ მოვამზადებთ, გემრიელი იყოს. და რაც მთავარია, თავი შევიკავოთ მაძღრისად ჭამისგან.
რუხი ფერი გახდომაში დაგვეხმარება. ოცნებობთ დაიკლოთ რამდენიმე კილოგრამი? სამზარეულოს დიზაინი რუხ-ვარდისფერ ტონებში გადაწყვიტეთ, გვირჩევენ გერმანელი მეცნიერები გ. ფრილინგი და კ. აუერი. მათმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფერების ასეთი შეხამება აცხრობს მადას და, მხოლოდ ეს კი არა, საკვებისადმი ზიზღსაც იწვევს! რუხი ფერი არ იწვევს გაღიზიანებას, მაგრამ ამშვიდებს ადამიანს, აცხრობს მის შფოთიანობას და ამავე დროს, მადას.
ვარდისფერი (მაგრამ არა მკვეთრი, არამედ ბაცი) იდუმალ შთაბეჭდილებას ტოვებს, ნაცრისფერთან შეხამებით ხელს უწყობს თვითჭვრეტას.
ნარინჯისფერი და ფირუზისფერი მადას აღძრავს. მათი ელფერები და ასევე კომბინაციები „გემრიელ “ ფერად ითვლება. თუ სამზარეულოში ამ ფერებში გადაწყვეტილ ნახატს იქონიებთ და ჭამის დროს მას უყურებთ, მალე მეტისმეტ სიგამხდრეს დააღწევთ თავს. ნარინჯისფერი აღმგზნები ფერია, ამ შემთხვევაში ძალიან თბილი და სიცოცხლისუნარიანი, ოპტიმიზმის დამატებით.
ფირუზისფერი, მოლურჯო-მომწვანო აცხრობს გაღიზიანებას, იმიტომ, რომ ბუნებრივი ფერია.
როგორ გავზარდოთ პატარა სივრცე? თეთრი და ნათელი ტონები მცირე ინტერიერების მფარველია. ისინი ვიზუალურად ზრდიან სივრცეს. მაგრამ უკეთესია, თუ ასეთი ფერები შეხამებული იქნება ცივ ტონებთან: მწვანესთან, ცისფერთან, ლურჯთან, იასამნისფერთან. ეს ფერები ძალიან კარგია სამზარეულოსთვის, რომელსაც მზე ხშირად ადგება.
ბნელ სამზარეულოში, ჩრდილოეთით გამავალი ფანჯრებით, უკეთესია უპირატესობა თბილ ფერებს მივანიჭოთ: ჟანგისფერს, კრემისფერს, ატმისფერს. სამზარეულოს ვიზუალურად გაზრდაში დაგეხმარებათ პატარ-პატარა გამოსახულებები სუფრებზე, შპლერებზე, ლინოლიუმზე, იქნება ეს ყვავილები, კოპლები, ზოლები თუ უჯრედები. და რაც უფრო ბევრი დეტალი იქნება სამზარეულოში - ხელსახოცები, პირსახოცები, სხვადასხვა სასარგებლო აქსესუარები, ოთახი ვიზუალურად მით უფრო დიდი ჩანს. თავიდან უნდა იქნეს აცილებული დიდი გამოსახულებები და ფერების გადაჭარბებული კონტრასტები.
რაც შეეხება ჭურჭელს, ფერები გემოვნების რეცეპტორებზე მოქმედებენ. მაგალითად, ყვითელი მომპასიეს დანახვისას გამოიყოფა უფრო მეტი ნერწვი, ვიდრე წითელის. ყვითელი სიმჟავის მოლოდინისთვის განგვაწყობს, წითელი- ტკბილისთვის. ამიტომ სამზარეულოს ჭურჭელის ფერი ზემოქმედებს გემოვნებაზე. აი, რატომ არის ყველაზე საუკეთესო რესტორნებშიც კი თეფშებისა და საერთოდ, მაგიდის ჭურჭლის ფერი უმეტესად თეთრი. ის არ თრგუნავს მოწოდებული საჭმლის ფერადოვან ხიბლს, არ იწევევს საკვების ქვეცნობიერ ფსიქოლოგიურ სიძულვილს.