
როგორ შევქმნათ სიმყუდროვე ბინაში: TOP- 6 გენიალური იდეა
ამაში ისეთი წვრილმანებიც კი დაგეხმარებათ, როგორიც ჩვეულებრივი ყვავილების ქოთნებია. ისინი შეიძლება თავად დაამზადოთ უბრალო თუნუქის ქილისგან. საკმარისია გამოიყენოთ ღია ფერის საღებავები და შესაბამისი ფერადი ზონარები.
თუ სახლში უკვე გაქვთ არც თუ ცოტა სტანდარტული ქოთანი, მაქმანი მათ არასტანდარტულ სახეს მისცემთ. ის შეიძლება წებოთიც დაამაგროთ და გამოიყენოთ როგორც ტრაფარეტი.
სახლში სიმყუდროვის დამკვიდრებაზე შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ფარდებმა. მაშინაც კი, თუ თქვენ საშუალება არ გაქვთ, რომ ახალი ფარდები შეიძინოთ, შეეცადეთ ძველი ფარდები განაახლოთ. მაგალითად, გააფორმეთ დეკორატიული თასმებით.
ჩვეულებრივ რგოლებთან ერთად კი შეგიძლიათ ბაფთებიც გამოიყენოთ: ეს დეტალი ძალიან ლამაზად გამოიყურება ინტერიერში. განსაკუთრებით მაშინ, თუ კონტრასტული ფერების ბაფთებს შეარჩევთ.
სტანდარტული ნათურებიც შეგიძლიათ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშად აქციოთ, თუ მათ იმპროვიზირებული მასალებით დაამშვენებთ.
საერთოდ კი, თვითნაკეთი საშუალებებით (იგივე თუნუქის ქოთნების ჩათვლით) შეგიძლიათ ჭერიც არაჩვეულებრივად გაანათოთ.