Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

სიახლეები

29 Dece–17

აქციეთ თქვენი ბინა პატარა სამოთხედ

კარგად მოფიქრებული და გემოვნებით მოწყობილი ინტერიერი,  ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს. სწორედ მას შეუძლია დაგეხმაროთ ყოველდღიური პრობლემებისგან დაჭიმული ნერვების დამშვიდებასა და დასვენებაში. ამიტომ, თავისთავად, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ  ჩვენი ბინა იმ სამყაროდ გადავაქციოთ, სადაც ხელს არაფერი  შეგვიშლის, სადაც ყველაფერი ჩვენი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით იქნება მოწყობილი. 2017 წელს ეს ბოლომდე ვერ შეძელით? წინ ახალი, ბედნიერი, თქვენი სურვილებისა და ოცნებების ასრულების წელია - 2018 წელს აქციეთ თქვენი ბინა პატარა სამოთხედ!

ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია:

ბინა თქვენი გემოვნების მიხედვით მოაწყოთ

ადამიანი თავს ისე დაცულად და თავისუფლად არსად გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, სადაც ყველაფერი მისი გემოვნებისა და ხასიათის მიხედვით არის მოწყობილი. „ჩემი სახლი, ჩემი სიმაგრეაო“ - ტყუილად როდი ამბობენ ინგლისელები, საკუთარ სახლში ხანგრძლივი არყოფნის, მივლინებისა  თუ შვებულების შემდეგ, ჩვენ ისე გვეჩქარება და გვსიამოვნებს მშობლიურ კედლებში შესვლა, როგორც უახლოეს ადამიანთან შეხვედრა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მდიდრულად და ძვირფასად არის იგი მოწყობილი, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ხომ ჩვენზეა დამოკიდებული. დიახ, დიახ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე - ჩვენს გემოვნებაზე, ხელმარჯვეობასა და სიფაქიზეზე.

Greet your guests from the moment they come to the front door with these quirky doormats that speak for you!

უცვლელი ტრენდი

ბინის მოწყობისას თქვენი გემოვნება რა სტილშიც არ უნდა „ჯდებოდეს“,  დიდი ხანია მთელ მსოფლიოში გამწვანებული ინტერიერი უცვლელი ტრენდია. ამგვარ პირობებში ბევრად ნაკლებია სტრესისა და გადაღლილობის შემთხვევები, ვიდრე ბინაში, სადაც მცენარეები არ აქვთ. დადასტურებული ფაქტია, რომ მცენარეები ფილტრავენ ჰაერს, დაავადებების გავრცელების რისკებს საგრძნობლად ამცირებენ და ხმაურისგან იცავენ გარემოს. ალბათ, სწორედ ამ თვისებების გამო გახდა ტრენდული მცენარეებისა და მათი აქსესუარების ინტერიერში გამოყენების დანერგვა.

2,301 Likes, 39 Comments - TALISA SUTTON (@talisa_sutton) on Instagram: “Our new place is starting to come together..! Thank you for stopping by (and the ) @kaity_modern ”

ზედმეტი არაფერი

ალბათ, თქვენც ასე ფიქრობთ, მაგრამ დიზაინერების ერთ-ერთ რჩევას  მაინც შეგახსენებთ, რაც სახლის გემოვნებით მოწყობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. უცილობელი ჭეშმარიტებაა, რომ ბინაში ზედმეტი არაფერი უნდა არსებობდეს: სახლი საწყობი ან საკუჭნაო როდია! თქვენს „პატარა სამოთხეში“ ზედმეტი ნივთები სიმშვიდესა და სიმყუდროვეს დაგირღვევენ.

COPPER PIPE LAMP + MULTIPLE CACTI  Zuhause bei der Illustratorin Saar Manche | Lilaliv