
10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ინტერიერის ფერის არჩევისას
სახლის მოწყობისას ფერის სწორად შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული თუ რამდენად მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფერო დაისადგურებს.
გთავაზობთ 10 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელიც სახლში გარემოს სრულიად ცვლის.
შეცდომა #1 თეთრი ინტერიერი
სრულიად თეთრი ინტერიერი ძალიან მოსაწყენია, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ თეთრს მკვეთრი აქცენტები უხდება
შეცდომა #2 არასწორი ფერის არჩევა სივრცის ზონირებისას
ოთახების გამყოფი კედელი არ უნდა იყოს ძალიან გამოკვეთილი, ამიტომ მისი ფერის შერჩევისას სიფრთხილეა საჭირო.
შეცდომა #3 მოდას აყოლილი შეცდომები
მოდის ტენდეციების გათვალისწინება კარგია, მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭიროა. კონტრასტული ფერები სწორად უნდა იყოს შერჩეული.
შეცდომა #4 განათება ცვლის ფერს
ფერები ისე უნდა შეარჩიოთ, რომ დღის ბუნებრივ განათებასა ღამის ხელოვნური სანათის განათებაზე ერთნაირად ეფექტური იყოს.
შეცდომა #5 იატაკის ფერის არასწორად არჩევა
არასდროს აირჩიოთ იატაკის ფაქტურა და ფერი მას შემდეგ, რაც ოთახის ყველა ნაწილის ფერს აირჩევთ. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კედლები თუ სხვა ნებისმიერი დეტალი.
შეცდომა #6 ფერების არასწორი შეხამება
ძირითადი და მეორეული ფერი სწორად შეარჩიეთ. გახსოვდეთ, რომ ძირიტადი ფერი სივრცის 60 %-ს უნდა შეადგენდეს.
შეცდომა #7 კონტრასტული ფერების არსწორი შეხამება
კონტრასტული ფერების არასწორმა შეხამებამ შესაძლოა ძალიან არაკომფორტული გარემო შექმნას და მსგავს ოთახში გაჩერების სურვილიც კი გაგიქროთ, ამიტომ ფერები ყოველთვის ფრთხილად და სწორად შეარჩიეთ.
შეცდომა #8 ინტერიერი ერთ ფერში
ინტერიერი ერთ ფერში არ გადაწყვიტოთ. შეგიძლიათ გარკვეული შტრიხები შეიტანოთ ერთი ფერიდან.
შეცდომა #9 ავეჯის და ინტერიერის შეუსაბამობა
ავეჯი ინტერიერს უნდა ავსებდეს და ამთლიანებდეს, ისე უნდა იყოს შეხამებული, რომ ერთიანი სტილი არ დაიკარგოს.
შეცდომა #10 ფერების ზედმეტი სიმკვეთრე
ერთ ოთახში დიდი რაოდენობით მკვეთრი ფერი თვალებზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ მკვეთრი ფერი ზომიერად გამოიყენეთ.