Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

სიახლეები

15 Nove–16

ინტერიერის სტილები - როგორი სტილის ინტერიერები არსებობს და რომელი უნდა ავირჩიოთ

ინტერიერი არქიტექტურის ნაწილია, უფრო ზუსტად, მისი შიდა ნაწილი. სწორედ ამიტომ, თავდაპირველად ინტერიერის გაფორმებით არქიტექტორები იყვნენ დაკავებული. ამიტომაც იყო, რომ შენობის არქიტექტურული სტილი, რომელიც მისი აგების მომენტში (ეპოქაში) იყო აქტუალური, ახდენდა გავლენას ინტერიერზეც. დღეს იმდენად გართულდა არქიტექტურა, ისეთი მრავალფეროვანი შენობებია, არქიტექტორებს უჭირთ, ყველაფერს ერთდროულად მიადევნონ თვალი, ამიტომაც ინტერიერს უფრო ხშირად ინტერიერის დიზაინერები და დეკორატორები აფორმებენ.
ინტერიერის ნებისმიერი სტილის ცოდნა სასარგებლოა მისთვის, ვინც ინტერიერის გაფორმებით არის დაკავებული - დიზაინერის, დეკორატორის, სახლის მფლობელებისთვის. ამა თუ იმ სტილში გარკვევისას იოლია შესაბამისი ავეჯის, აქსესუარების შერჩევა. რომელიღაც კონკრეტული სტილის არჩევა ინტერიერის გაფორმების დროს ყოველთვის მომგებიანი ვარიანტია. სწორედ დამახასიათებელი ავეჯი, აქსესუარები თუ დეკორაციული ელემენტები ქმნიან ამა თუ იმ კონკრეტულ სტილს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინტერიერის თითოეული სტილისთვის დამახასიათებელია კონკრეტული ავეჯი, დეკორი და აქსესუარები.

ინტერიერის სტილის ისტორია

დღეს ცნობილია საკმარისად ბევრი და სხვადასხვა სტილი. თავდაპირველად ყველა სტილი თანდათნაობით ვითარდებოდა, ეპოქიდან ეპოქამდე, კაცობრიობის, მეცნიერების, ტექნიკისა და არქიტექტურის განვითარების მიხედვით, ანტიკურიდან დღევანდლამდე. თუმცა დღესდღეობით სულ უფრო ხშირად ჩნდება სხვადასხვა სტილი, რომლებიც აღარ არის ამა თუ იმ ეპოქის ასახვა, თუმცა მათაც აქვთ დამახასიათებელი თავისებურებები.
მაშ ასე, გავეცნოთ ინტერიერის სხვადასხვა ძირითად სტილს მათი ქრონოლოგიური (ისტორიული) თანამიმდევრობით.
ყველა სტილი, მათი უფრო მოხერხებული შესწავლისა და სისტემატიზაციისთვის, შეიძლება პირობითად დაიყოს ორ ჯგუფად: ინტერიერის ისტორიული და თანამედროვე სტილი. ამ ორ ჯგუფს შორის მთავარი განსხვავება ინტერიერის გაფორმების პრინციპებშია. ჯერ ინტერიერის რამდენიმე ისტორიულ სტილზე ვისაუბროთ, რომლებსაც დღესაც აქტიურად იყენებენ ამ სტილის თაყვანისმცემლები.

1. ინტერიერის ისტორიული სტილები
ინტერიერის ყველა ისტორიული სტილი დეკორატიული ელემენტების გამოყენებით ფორმდებოდა.
. ეგვიპტური სტილი ძველი ეგვიპტის არსებობის პერიოდში ჩაისახა. ამ პერიოდის ინტერიერებს ახასიათებდა მკვეთრი ფერები, ბევრი შავი, სხვადასხვა ეგვიპტური ორნამენტი.


. ბერძნული სტილი ძველი საბერძნეთის პერიოდში არსებობდა. სწორედ ბერძნებმა მოიფიქრეს ე.წ. ორდერული სისტემა (თაღებისა და სვეტების სისტემა), რომელიც დღემდე გამოიყენება კლასიკურ დეკორსა და ინტერიერის გაფორმებაში.


. რომაული სტილი არქიტექტურაში რომის იმპერიის დროს წარმოიქმნა. რომაელებმა გამოიგონეს თაღი და ბეტონი და აქტიურადაც იყენებდნენ მას. ასევე სრულყვეს ბერძნული ორდერული სისტემა, რომელსაც თავიანთი ორი ორდერი: ტოსკანური და კომპოზიტური დაუმატეს.


. გოთიკური სტილი საზოგადოებრივი სტილია. ამ სტილის ინტერიერში ფართოდ გამოიყენებოდა ისრების მაგვარი თაღები, მასიური ხის ან რკინის ავეჯი, მკაცრი ფერები.


. რენესანსი აღორძინების ეპოქაა, ძველი საბერძნეთისა და რომის კლასიკური ორდერისკენ დაბრუნება, არქიტექტურული ფორმების ხელახლა გააზრება, თავისუფლება შემოქმედებაში.


. ინტერიერის კარგად გასაფორმებლად აუცილებელია დეკორის კლასიკური ელემენტების ცოდნა (სვეტების, კარნიზების, თაღების და ა.შ.), რომლებიც ინტერიერის გაფორმებისას გამოიყენება. ინტერიერის კლასიკური სტილისთვის დამახასიათებელია დეკორატიული ელემენტების სიჭარბე, კლასიკური ორდერის გამოყენებისკენ დაბრუნება.


. ბაროკო (XVI საუკუნის ბოლოდან XVIII საუკუნის შუალედამდე) - ფუფუნების სტილია, ბევრი მოხატულობა, ძვირადღირებული ქსოვილები და ყოველგვარი დახვეწილი მოსართავები.


. როკოკო (XVIII საუკუნის პირველ ნახევარში) უპირატესად სასახლეების სტილია, რადგან გამოირჩევა მეტისმეტი ფუფუნებით და პომპეზურობით.