Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

სიახლეები

15 Nove–16

მასდარი - პირველი ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი

ახლო აღმოსავლეთზე საუბრისას, შესაძლებელია, არა ცხელი კლიმატი, არამედ სუფთა ჰაერი წარმოვიდგინოთ. არაბთა გაერთიანებულ საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბის მესვეურთა მიერ დაგეგმილია, მომავალი 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოში პირველი ნახშირბადისგან სუფთა ქალაქის შექმნა. ეს ქალაქი მწვანე მაგალითი იქნება, რომელშიც მაქსიმუმამდე გაზრდიან მავნე აირების ემისიას და მინიმუმამდე დავა საწვავის მოხმარება. როგორც არქიტექტორები და დიზაინერები იუწყებიან, ქალაქის ელექტროუზრუნველყოფისთვის გამოიყენებენ სხვადასხვა სახის ალტერნატიულ და განახლებად ენერგორესურსებს, მათ შორის – მზის და ქარის.

არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, გადაანაწილონ მზის ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიები, მათ შორის შემკრები დანადგარები, რომლებიც სარკეების მეშვეობით დაგროვილ ენერგიას ცენტრალური კოშკისკენ მიმართავს. კოშკი 1 მეტრის სისქის სინათლის სხივს გაგზავნის სხვადასხვა გენერატორში ელექტროენერგიის წარმოსაქმნელად. უკვე მოფიქრებულია ამ ეკოლოგიურად სუფთა ქალაქს სახელი – “მასდარი”. როცა მასდარის მსუბუქი გამოსხივების დიოდის მანათობელი კოშკი ლურჯად გაანათებს, ე.ი. ენერგიის ყველა წყარო სწორად მუშაობს. თუკი წითლად – გამომუშავებული ენერგია ქალაქისთვის არასაკმარისია. მასდარში აკრძალული იქნება დიდი შენობები და ცათამბჯენები, ასევე – მანქანების შესვლა. ქალაქის ფარგლებში, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით ან მიწისქვეშა ტრანსპორტით.

მასდარი არ არის შორეული სიზმარი – სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია. მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა 30 მილიარდ დოლარამდეა და პროექტს აბუ-დაბის ხალიფა, ბინ საიედ ალ ნაიანი აფინანსებს.

იხილეთ ვიდეო: