Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

სიახლეები

23 Febr–17

სუფთა ჰაერი არის სიცოცხლე

ადამიანები სოლიდურ თანხებს ხარჯავენ ყველაზე ფასეული აქტივის – სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ეს შეიძლება ზოგ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე კვირას ან თვეს გულისხმობდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც სწადიათ მეტად ხანგრძლივი სიცოცხე. 

სწორედ ცხოვრების წლების დაკარგვისადმი შიშის გამო, პატიმრობა და სიკვდილით დასჯა ყველა დროისა და კულტურის დასჯის ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ფორმებს წარმოადგენს.

მსოფლიო მოსახლეობის 2010 წლის ევროკავშირის გამოკვლევის თანახმად, ქართველის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას საშუალოდ 73 წელს შეადგენდა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 83-ე ადგილს იკავებდა. ეს მაშინ, როცა რეიტინგის ლიდერ ქვეყნებში შვეიცარიასა და იაპონიაში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, შესაბამისად 82 და 83 წელს აღწევდა.

 

სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობაზე ბევრი ცვლადი ახდენს გავლენას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შემოსავლის ფაქტორიც. საქართველოსნაირ დაბალშემოსავლიან ქვეყანას არ შეუძლია იმავე მოცულობის რესურსების მიმართვა ჯანმრთელობაზე, რამდენიც შვეიცარიას  ან იაპონიას. თუმცა, ჯანდაცვის როლი სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობაში  გადაჭარბებით არ უნდა შევაფასოთ. მაგალითად, აშშ-ში ერთ ადამიანზე ჯანმრთელობის დანახარჯი 40%-ით აღემატება საშუალო განვითარებული ქვეყნის დანახარჯს, მაგრამ ამის მიუხედავად, აშშ–ში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მხოლოდ 78 წელი იყო და რეიტინგში მე-40 ადგილს იკავებდა.

 

ადამიანის ცხოვრების წესთან დაკავშირებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კვება და ვარჯიში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების მოცულობა,  ნაკლებად მდიდარ ქვეყნებსაც შეუძლიათ ეფექტური პროგრამების შემუშავება განათლების, ინფორმაციული კამპანიების, პარკებისა და რეკრეაციული ზონების მეშვეობით ჯანმრთელი ცხოვრების წესის წახალისებით.

თბილისში, საავტომობილო მოძრაობით გამოწვეული ძლიერი დაბინძურება არის ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანი, რომელიც უნდა იყოს საზოგადოებრივი განხილვის საგანი.

 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებებია.  საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ავტომობილების წილი ქვეყნის მთლიან გამონაბოლქვში 71%-ს შეადგენს.  

 

სატრანსპორტო საშუალებები ჰაერს ძირითადად ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადით, აზოტით, გოგირდის ორჟანგითა და შავი ნახშირბადით აბინძურებენ. მტვრის წვრილი ნახშირბადის შემცველი მავნე ნაწილაკები ფილტვების გავლით სისხლძარღვებში აღწევს.

გრაფიკზე ასახულია სუნთქვის ორგანოთა დაავადებების ზრდადი ტენდენცია საქართველოში  ბოლო 13 წლის განმავლობაში

ცენტრალურ უბნებში ცხოვრება დღითიდღე გაუსაძლისი გახდა, სწორედ ამიტომ, მათთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია შვილების, მშობლების და საკუთარი სიცოცხლე იძულებულები ხდებიან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ეძიონ, ქალაქიდან ოდნავ მოშორებით რეკრეაციულ ზონაში. 

#ჩემისახლი

#მწვანეუბანილისთან