Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

სიახლეები

19 Sept–17

როგორ ავირიდოთ თავიდან  შენობაში ჰაერის დაბინძურება?  

ჰაერის დაბინძურება დღევანდელობის  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. იგი უპირველეს ყოვლისა, ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. პარიზში მოქმედი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშით, ჰაერის დაბინძურებით მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 6.5 მილიონი ადამიანი იღუპება. აქედან ნახევარზე ცოტა მეტის, 4.2 მილიონის დაღუპვას შენობის გარეთ ჰაერის დაბინძურებას უკავშირებენ, დანარჩენს - შენობის შიგნით დაბინძურებულ ჰაერს. ასეთია, მაგალითად, მყარი საწვავით საჭმლის მომზადებისას გამოყოფილი გამონაბოლქვი.

დაკავშირებული სურათი

როგორ ავირიდოთ თავიდან შენობის შიგნით ჰაერის დაბინძურება? ცხადია, ეს თითოეულ ჩვენგანზე და იმ მცენარეებზეა დამოკიდებული, რომლებითაც ჩვენი ბინის გალამაზებას შევეცდებით, სინამდვილეში კი სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ვიზრუნებთ.

ყველამ კარგად ვიცით, რომ მცენარეები აუმჯობესებენ ჰაერს: შთანთქავენ  შხამებს, გამოყოფენ ჟანგბადს, ამაღლებენ ჰაერის ტენიანობას. მცენარეები ჰაერს შენობაშიც წმენდენ, თუმცა  ყველაფერი მათ სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული.  

Botanical Beauty :: Plants :: Cacti :: Nature :: Free your Wild :: See more Untamed Garden Decor + Style Inspiration @untamedorganica

პირველ რიგში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მცენარის ფოთლებს. რაც უფრო დიდია ფოთლების ზედაპირი, მით უფრო მეტ ჟანგბადსა და წყლის ორთქლს უბრუნებს მცენარე გარემოს.  

ჰაერს არ აუმჯობესებს მცენარე, რომელსაც თითქმის არ გააჩნია ფოთლები. მაგალითად, კაქტუსი, ასევე ძალზედ ყვავილებიანი ჯიშის მცენარეები. ჭრელფოთლებიანი სახეობები არც ისეთი ეფექტურები არიან, როგორც მათი თანამოძმეები.

b13f7bf6d383ba356041334526ae5390.jpg 750 × 1 120 pixels

მაგრამ ყველაზე საუკეთესო მცენარეც კი ნაკლებ სასარგებლოა, თუ ის ცოტა სინათლესა და საკვებ ნივთიერებას იღებს.

მცენარეთა მთავარი დამსახურება ნახშირორჟანგის შთანთქმაა, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის. საკმარისია მისი რაოდენობა სულ რაღაც 0,03- ით აჭარბებდეს, რომ უკვე იგრძნობა ე.წ.  „მძიმე ჰაერი“. მცენარე ჰაერიდან იგივე რაოდენობის ნახშირორჟანგს შთანთქავს, რამდენ ჟანგბადსაც შემდეგ გამოყოფს. ნახშირორჟანგის შთანთქმის გარდა მცენარე ჰაერს სხვა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებებისგან  წმენდს. 

Interieur | DIY woonaccessoires stylen • Stijlvol Styling - Woonblog •

სხვადასხვა სახეობის მცენარეები სხვადასხვა რაოდენობის ჟანგბადს გამოყოფენ. ცნობილია, რომ, მაგალითად,  დრაცენა (მას „ბედნიერების ხესაც“ უწოდებენ)  ყველაზე ნაკლებ  ჟანგბადს გამოყოფს. ფიკუსი ორჯერ, სალბი კი რვაჯერ მეტს, ვიდრე დრაცენა.

Found my Fiddle Leaf Tree and put it in a mustard colored ceramic pot.  It is gorgeous.                                                                                                                                                                                 More

ზამთარში, ოთახის გათბობისას, თავს იჩენს მეორე, სიცივეზე არანაკლებ  მავნებელი უკიდურესობა - ჰაერის გამოშრობა. განსაკუთრებით სწორედ ამ დროს შეუძლიათ მცენარეებს ჩვენი დახმარება. სითხის 90 პროცენტს, რომლითაც მცენარეს ვრწყავთ, უკან  ნოტიო ორთქლის სახით გვიბრუნებს;  ამ მხრივ რეკორდსმენებად ჭაობის მცენარეები ითვლებიან. მაგ. თავნასკვა.

ასე რომ, გაითვალისწინეთ.... და ჩვენც თვალი გვადევნეთ - ოთახის მცენარეებზე უფრო დაწვრილებით  შემდგომში მოგაწვდით  საინტერესო ინფორმაციებს.