Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

სიახლეები

ეკოდიზაინი: რჩევები ბინის ინტერიერის გაფორმებისთვის

გნებავთ, თქვენი ბინის დიზაინი ეკოსტილში? მაშინ განსაკუთრებული ყურადღება დეტალებზე უნდა გაამახვილოთ - ფერის, ქსოვილისა და დეკორის - ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვანია.  თანამედროვე ეკოდიზაინი  ეკოლოგიური სტილია. დიზაინერებმა მოახერხეს და ბუნება შემოიყვანეს ადამიანთა საცხოვრებელ და სამუშაო გარემოში, - ნატურალური მასალისგან შექმნილი ინტერიერი ბუნებასთან ერთიანობის შეგრძნებას ბ...

ფანჯრებს „სამოსი“ წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გამოუცვალოთ

„ჩემი სახლი, ჩემი სიმაგრეა“ -ო,  ამბობენ ინგლისელები და მართალიც არის. ადამიანი თავს ისე დაცულად და თავისუფლად არსად გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, სადაც ყველაფერი მისი გემოვნების, ხასიათის მიხედვით არის მოწყობილი. ჰოდა, თუ სახლი თქვენი ციხესიმაგრეა, თუ თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სიმყუდროვესა და მოხერხებულობას, მაშინ ბინის უმნიშვნელოვანესი დეტალის - ფარდების შეძენა რემონტ...

დაბალსართულიანი სახლები - პასუხად ურბანიზაციის უარყოფით შედეგებზე

ურბანიზაცია ეკონომიკური განვითარების თანმდევი პროცესია. ადამიანები, ვისაც კი ამის საშუალება აქვს, საცხოვრებლად იმ გეოგრაფიულ ადგილს ირჩევენ, სადაც უკეთესი ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობებია. ადგილი, ცხადია, ქალაქია, რომლის მოსახლეობაც, მსოფლიო მასშტაბით, დღითიდღე იზრდება. გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75 % ქალაქ...

რომელ ოთახშია სასურველი განათავსოთ ხის ავეჯი თქვენ ბინაში და რატომ?

თანამედროვე პირობებში სახლის ან ბინის განუყოფელი ნაწილი და სიმყუდროვის ერთ-ერთი სათავე, თავისთავად ლამაზი დიზაინისა და ფერებში გადაწყვეტილი ავეჯია. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გვაქვს თუ არა ხისგან დამზადებული ავეჯი, რადგან ნებისმიერ ხეს საკუთარი ენერგეტიკა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები გააჩნია, ეს კი უდიდეს ზეგავლენას ახდენს  ადამი...

სუფთა ჰაერი ბავშვის ჯანმრთელი ზრდა-განვითარების აუცილებელი პირობაა

2016 წელს ჯანმრთელობის 69-ე მსოფლიო ასამბლეამ აღიარა, რომ ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის მქონე უმსხვილესი კონტრიბუტორი და ადრეული სიკვდილიანობის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია. დაბინძურებული ჰაერი ორგანიზმში შეუმჩნევლად ილექება და თავის მძიმე შედეგებს წლების შემდეგ აჩვენებს. ჰაერის დაბინძურებას განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოაქვს ორსულებისთვის, მოხუცები...

მცენარეები - თქვენი ოჯახის მცველები

   ოთახის ყვავილებსა და მცენარეებს განსაკუთრებული ხიბლი და სიმყუდროვე შემოაქვთ ჩვენს ბინებში. ამავე დროს, რაღაც უცნაურ, უხილავ, მაგრამ მკვეთრ კავშირს ამყარებენ სახლის მობინადრეებთან, საოცრად რეაგირებენ ოჯახში შექმნილ ატმოსფეროზე. მეცნიერული ექსპერიმენტების შედეგად დადგენილია, რომ მცენარე იმასაც კი ხვდება (თუ ხედავს) როდის მიდიხართ მასთან წყლის დასასხმელად, მოსავლელად და როდის ტკივილის...

ფერების სრულყოფილი კომბინაციები თქვენი სამზარეულოსთვის

როდესაც რომელიმე  ოთახის  ინტერიერის დიზაინის მოფიქრებას იწყებთ პირველრიგში თქვენ არჩევთ ფერებს. ფერების სწორი შერჩევით  ჰქმნით ჰარმონიულ, თანამედროვე  და ერთიან  დიზაინს. გთავაზობთ  ფერთა იდეალურ ნაზავს  თქვენი  სამზარეულოსთვის:

სუფთა ჰაერი - ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარი

დღეს უკვე აღარავინ კამათობს, რომ დედამიწაზე სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი   დაბინძურებული ჰაერია. ატმოსფერული ჰაერის მთავარი დამაბინძურებლები მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, აზოტისა და გოგირდის დიოქსიოდებია. დადგენილი ფაქტია, რომ ჰაერში შეწონილ...

როგორ მოვაწყოთ პატარა სააბაზანო?

თუ სწორად მოწყობთ პატარა  სააბაზანოს, ის   შეიძლება  გახდეს მყუდრო და ფუნქციური! დაბურული მინის კარი უფრო მეტ შუქს შემოიტანს  ოთახში რაც ვიზუალურად  სივრცეს გააფართოვებს.

მცენარეთა მაგია თქვენს ბინაში

თითქმის ყველა სამედიცინო ტრაქტატში დიდი ადგილი ეთმობა დაავადების პროფილაქტიკას. პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეთოდი კი საცხოვრებელი სახლის მიკროკლიმატია. ნებისმიერ სახლში აუცილებელია მცენარეები, რადგან, გარდა სილამაზისა, ისინი ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან. აურვედაში რამდენიმე ადგილას არის მითითებული ამ ფაქტის შესახებ. გთავაზობთ ზოგიერთ მცენარეს, რომლებიც გარკვეული დაა...