Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

პარტნიორები

 
საქართველოს ბანკი ემსახურება თითქმის 2.0  მილიონ მომხმარებელთა ანგარიშს, აქვს საქართველოში სერვისცენტრების ერთ–ერთი ყველაზე ფართო ქსელი (273 სერვისცენტრი), საქართველოში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელი (763 ბანკომატი), 2,681 თვითმომსახურების ტერმინალი, დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტი და 24 საათიანი თანამედროვე სატელეფონო ცენტრი.

 

 

კომპანია ”Lemons” დაფუძნდა 2012 წელს, თუმცა  თავისი საქმიანობა 2009 წლიდან წამოიწყო. მოცემულ პერიოდში, საქართველოს ბაზარზე, საკმაოდ ბევრი მაღალკვალიფიციური კონკურენტი მოღვაწეობდა, მიუხედავად ამისა, Lemons.ge-მ თავისი სიტყვა თქვა და  მათ შორის ღირსეული ადგილიც დაიკავა. Lemons.ge არის გუნდი, სადაც თქვენთვის მსჯელობენ, ფიქრობენ და დაუღალავად შრომობენ.

 

  

სამშენებლო კომპანია „ექს სითი“ დაარსდა 2010 წლის 17 მაისს. კომპანია დაკომპლექტებულია გამოცდილი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით და ახორციელებს საერთო სამშენებლო-სამონტაჟო, ინტერიერის მოპირკეთების სამუშაოებს, ასევე საინჟინრო ქსელებისა და კომუნიკაციების მონტაჟს. მაღალი ხარისხი, დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმი კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია.

 

 

 

ABK  დაარსდა 2008 წლის ზაფხულში. ის ცნობილი და წარმატებული პოსტ-საბჭოთა ვიდეო პროდუქციის სახლის  აბკ სტუდიას შთამომავალია. კომპანიამ სწრაფად დაიწყო პოზიციონირება, როგორც მნიშვნელოვანი მიმწოდებელი სტრატეგიული და შემოქმედებითი გადაწყვეტილებებისა.

  

 

 

ბიდიო მე-5 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიაა, სადაც 64,000-ზე მეტი პროფესიონალი კადრი 154 ქვეყნის 1,408 ოფისში კლიენტებს უწევს კონსულტაციებს აუდიტორული, საგადასახადო, საბუღალტრო და იურიდიული მიმართულებით. 2015 წელს ბიდიოს საერთო შემოსავალმა $ 7.30 მილიარს მიაღწია . 

 

   

 

კომპანია Baker Tilly -  სრულ აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურება. 

 

  

 


AB5 არის არქიტექტორების ბიურო. ის უზრუნველყოფს არქიტექტურულ მომსახურებას.  

 

  

 

გეოსაინფორმაციო სისტემებისა და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკის" მოღვაწეობა საქართველოში გეო-ტექნოლოგიების პოპულარიზაციასა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას ემსახურბა. "გეოგრაფიკი" თითქმის ყველა სფეროს ეხება და უფრო მრავალმხრივს ხდის მომსახურების სპექტრს. გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა, ქალაქთგეგმარება და არქიტექტურა, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონების ბაზარი, განათლება, კულტურული მემკვიდრეობა, მუნიციპალური მართვა, საგანგებო სიტუაციები, თავდაცვა და უშიშროება, ჯანდაცვა და სოციალური სფერო – ეს ის კონკრეტული მიმართულებებია, სადაც  გეოგრაფიკმა ბოლო წლებში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია და თვალნათლივ წარმოაჩინა გის ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობა.

  

 

 

შპს "ჯეოსთილი" ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა საქართველოში ინდუსტრიის სფეროში. იგი 2007 წელს დაარსდა.  შპს "ჯეოსთილი" საქართველოში ფოლადის ყველაზე დიდი მწარმოებელია. შპს "ჯეოსთილი" თერმო-მექანიკურად დამუშავებული სამშენებლო ფოლადის წარმოებაში ლიდერი კომპანიაა. 

 

 

 1948 წლიდან REHAU-ს პოლიმერული სიახლეები წარმატებით გამოიყენება მშენებლობაში, ავეჯის დამზადებაში, საავტომობილო მრეწველობაში და მრეწველობის სხვა დარგებში,REHAU გთავაზობთ მომავლის ტექნოლოგიებს, რომლებიც უკვე დღეს არის ხელმისაწვდომი.

 

 

2015 წლიდან კომპანია ,, ელ ჯი ჯი ’’არის ერთადერთი საწარმო საქართველოში და ამიერკავკასიაში რომელმაც მიიღო კომპანია REHAU_ს ხარისხის სერტიფიკატი. და ამავე დროს აქვს მინიჭებული საწარმოს მართვის და ხარისხის კონტროლის ევროპული სტანდარტის ISO 9001 სერტიფიკატი.

 

 

 ბეტონის მწარმოებელი კომპანია  Lafarge-ს წარმომადგენელი შპს "ჯორჯიან ბეტონ კომპანი"

 

  

 

 

სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი ტრადიციების მქონე ბანკია. ბანკი დღევანდელი ფორმით, მისი წინამორბედი სამი სახელმწიფო კომერციული ბანკის შერწყმის შედეგად, 1995 წელს შეიქმნა. სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” 2005 წლიდან საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის “ვითიბის” წევრია. სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” უმსხვილესი აქციონერია სსს ვითიბი ბანკი (VTB Bank) (აქციათა 97.14%). 

 

საგა იმპექსი 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, გათბობის, გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების მიმართულებით. დღესდღეობით კომპანია დარგის უპირობო ლიდერია ქვეყანაში, რაც 23 წლიანმა წარმატებულმა ისტორიამ და მხმარებლის მხრიდან არსებულმა ნდობამ განაპირობა