Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77
ტყისპირის უბანი
ევროპული უბანი
აირჩიეთ ბინა

რატომ მწვანე უბანი?

მწვანე უბანში იგეგმება ევროპული სტანდარტების ენერგოეფექტური, დაბალსართულიანი განაშენიანება,დიდი სარეკრეაციო კუნძულებით, ბაღებით,ხეივნებით,  სასეირნო და ველო ბილიკებით. პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს 4-6 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას 105 ბინაზე.

რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი მწვანე უბანზე? 

ხუთი მთავარი მიზეზი რატომ უნდა შეიძინოთ სახლი მწვანე უბანში:

1.ფასი

ჩვენი მიზანია მსგავსი სიახლე და ურბანული ცხოვრების სტილი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს  მომხმარებლებისთვის.აქედან გამომდინარე ფასები კონკურენტუნარიანია და განისაზღვრება $500 კვ.მ- ზე.  

2.ეკოლოგია   

ადგილმდებარეობის შერჩევის დროს გათვალისწინებული იქნა ჰაერის დაბინძურების დონე და შეირჩა ისეთი ადგილი სადაც ჰაერი ყველაზე სუფთაა.ყველასათვის ცნობილია,რომ თბილისი სწორედ დასავლეთის მხრიდან „ნიავდება“ და შესაბამისად ამ ადგილას მუდმივად სუფთა,გაწმენდილი ჰაერია. სამწუხაროდ,თბილისში ძნელად მოიძებნება ადგილი, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ეკოლოგიურად სუფთა,რომელიც დადებითად მოქმედებს თქვენ ჯანმრთელობაზე. ჰაერის დაბინძურება წლიდან წლამდე სულ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას,სწორედ ამ მიზეზების გამო შევარჩიეთ გამწვანებული სივრცე, სადაც თქვენ ჯანმრთელობაზე იზრუნებს ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ჩვენ ვზრუნავთ სუფთა გარემოზე და  დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით კომპლექსში დაყენდა მზის ელექტრო ბატარეები,რომელიც გაანათებს საზოგადოებრივ სივრცეებს,სადარბაზოებს,პარკინგს და გამწვანებულ ბილიკებს.

3.ინფრასტრუქტურა

პროექტის დაგეგმარებისას დიდი ყურადღება დაეთმო გამართული ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობას.ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანმა მოისურვოს ჩვენი კომპლექსიდან სულ 5-10 წუთის სავალზე მდებარეობს, იქნება ეს მარკეტი, აფთიაქი თუ სხვა. 

4.ხარისხი  

კომპლექსის აშენებისას ჩვენ გამოვიყენეთ უახლესი ტექნოლოგიები, როგორც ფუნდამენტის და „კარკასის“ გასამართად , ასევე შიდა ინტერიერისათვის -  იქნება ეს ხმის იზოლაცია თუ დათბუნების და გაგრილების სისტემები.ეს არის თქვენი გონივრული ინვესტიცია მომავალში,მყარ და მაღალტექნოლოგიურ ნაგებობაში,რომელიც გაუძლებს დროის გამოცდას. 

5.კეთილმოწყობა

კომპლექსი დაბალ სართულიანია (5 სართული) და მდებარეობს ბუნებრივად გამწვანებულ ფერდობზე. ყველა სადარბაზოს ექნება 50 კვ.მ. საერთო ჰოლი სადაც მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე. ყველა ბინას ექნება ინდივიდუალური სათავსო.მრავალწლოვანი ნარგავებს შორის იგეგმება ბილიკების დასასვენებელი სივრცეების მოწყობა,რაც კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს შემატებს მწვანე უბანს. ასევე იგეგმება ველობილიკის მოწყობა, რომელიც დაუკავშირდება ლისის ტბის ველობილიკს.